ნოე მეტროში იდგა, დედამისის უცნაურ საქციელზე ფიქრობდა,ეჭვებში იყო ჩავარდნილი,აღარ იცოდა რა ეფიქრა,წინა ღამით ჩანთა გაუჩხრიკა,მობილური დაუთვალიერა,მაგრამ ვერაფერი აღმოუჩინა,რასაც დამამტკიცებელ საბუთად გამოიყენებდა...თუმცა თავადაც არ იცოდა რის დამტკიცებას ცდილობდა. სამსახურში ხშირად დაუწყო მიკითხვა, რაც აზას ძალიან აფორიაქებდა,მაგრამ არ იმჩნევდა,ოსტატურად მალავდა ყოველ გაჟრჟოლებასა და წამით გაჩერებული გულის მობრუნებისას დახარჯულ ძალისხმევას.
„კარები იკეტება...შემდეგი სადგური თავისუფლების მოედანი....“
„კარები იკეტება...შემდეგი სადგური თავისუფლების მოედანი....“